დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016146 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანების (ვებგვერდი, 13/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:
1. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“ მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, კომპიუტერული ტექნოლოგიების/სისტემებისა და ქსელების ან პროგრამირების სპეციალობით;“ 2. „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №7 დანართს „საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51 მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება; ბ) თარჯიმნად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა და სასურველია ჩამოთვლილთაგან (გერმანული, ფრანგული, რუსული) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Pover Point).“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები