შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1040
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1040
30/05/2012
გამოუქვეყნებელი, 30/05/2012
000000000.00.00.000000
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 1040

2012 წლის30მაისი

. თბილისი

შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარეაბილიტაციო და სარეკონს­ტ­რ­უ­ქციო პროგრამის ფარგლებში შპს „სახელმწიფო მომსახურების ბი­უ­რ­ომ“ უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების განხორციელება:

ა) ქ. ახალციხეში „ახალი ციხის“ გარე ელექტრომომარაგების სა­მუ­შა­ოები და სატრანსფორმატორო პუნქტის მოწყობა;

ბ) წყალტუბოს რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ელექტ­რო­ე­ნერგიის და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აღნიშნული კომუნიკაციების მიწის ქვეშ ჩატანის სამუშაოების გან­ხორ­ციელება;

გ) კუმლისციხესა და გუდაურში ცენტრალური გზის გასწვრივ გა­ზის მილების მიწაში ჩადება და ამორტიზებული მონაკვეთების რეაბ­ი­ლ­ი­ტაცია;

დ) სეთურებში არსებული ქვესადგურიდან ახალი გუდაურის ელ­ექ­ტრომომარაგებისათვის საჭირო ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხა­ზის გაყვანა;

ე) ახალ გუდაურში ახალი  ცენტრალური გამანაწილებელი პუნ­ქ­ტ­ის (2000 კვ ) მოწყობა;

ვ) კუმლისციხესა და გუდაურში სატრანსფორმატორო ინფრასტ­რუ­ქ­ტ­ურის მოწესრიგება.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სახელმწიფო მო­მსახურების ბიურომ“ პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ღონი­ს­­ძი­­­ებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გა­მარ­­ტი­ვებული შესყიდვის საშუალებით.

3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ­დერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შე­სახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუ­როს“ მი­ერ პი­რველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა­თვის სა­ჭი­რო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტ­კი­ც­ებ­უ­ლი წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით და 21-ე მუხლით დად­გენი­ლი მოთ­ხოვნები.

პრემიერ‑მინისტრი                                                     ნ . გილაური