დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ჰერმესის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1039 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1039
2012 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
შპს „ჰერმესის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მთავრობის 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა შპს „ჰერმესმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202888349) დაკრძალვის კატაფალკებით მომსახურების, მიცვალებულის საზღვარგარეთ გადასვენებისათვის საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ასევე რელიგიური დანიშნულების ნივთების (კანდელები, შანდალი) და მშრალი ყინულის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ განკარულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა და ნივთების შესყიდვა განხორციელდეს შპს „ჰერმესის“ საკუთარი შემოსავლებით.
3. შპს „ჰერმესმა“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები