დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1028 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1028
2012 წლის30მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვისუფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სათანადო აუდიტური შეფასებების საფუძველზე 2012 წელს უზრუნველყოს:
ა) დეპარტამენტის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2009-2011 წლებში განხორციელებული საავტომობილო გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და მათი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება;
ბ) დეპარტამენტის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2009-2011 წლებში განხორციელებული საავტომობილო გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია;
გ) მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის ან/და ზარალის კომპენსაციის დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები