„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2014
ძალაში შესვლის თარიღი 27/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.08.002.016927
139
08/04/2014
ვებგვერდი, 10/04/2014
010220020.08.002.016927
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №139

2014 წლის 8 აპრილი   

ქ.თბილისი

 

„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002.016899) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:“.

2. ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 27 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი