დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ ორგანიზებულად განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 618 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016899 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №618
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ორგანიზებულად განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტებში (ყოფილი კომპაქტური), 2014 წლის 1 მარტამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურების მიზნით, შესაბამისად მიმართოს სს „თელასისათვის“ – 124 549,5 (ას ოცდაოთხი ათას ხუთას ორმოცდაცხრა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ – 289 161,47 (ორას ოთხმოცდაცხრა ათას ას სამოცდაერთი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები