სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მექანიზატორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მექანიზატორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 615
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016896
  • Word
615
04/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016896
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მექანიზატორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №615

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მექანიზატორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება HYUNDAI (ავტობუსი, სახელმწიფო №CJC-439, გამოშვების წელი – 2012, მოდელი – R300LC-9S, საიდენტიფიკაციო №KMJTG18BPCC010870, ფერი – რუხი 3/8) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მექანიზატორს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №206348736).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი