დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ და შპს „ლისის აბანოების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 613 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016895 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №613
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ და შპს „ლისის აბანოების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ და შპს „ლისის აბანოები“ გათავისუფლდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ შორის 2010 წლის 24 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო აქტის რეგისტრაციის №100619949) 5.8. მუხლის შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები