„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არეასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/01 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „არეას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016892
  • Word
612
04/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016892
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არეასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/01 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „არეას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №612

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არეასათვის“  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/01 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „არეას“ საქმიანობისხელშესაწყობად რიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არეასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/01განკარგულების (შემდგომში – პრეზიდენტის განკარგულება) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობა, კერძოდ:

    „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არეასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/01განკარგულებისპირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე, აღნიშნული უძრავი ქონების ტერიტორიაზე ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორიის მოწყობა, პირველკლასელთათვის 20 საბავშვო სასწავლო პორტატული კომპიუტერის შეძენა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა 2014 წლის 1 სექტემბრამდე;“.

     2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,შპს „არეა“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „არეას“ შორისდადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ამ განკარგულების პირველი  პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან იმ პირობით, რომ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტითა და პრეზიდენტის განკარგულებისმე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი