„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი გოლფ კლუბისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ივლისის №11/07/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „თბილისი გოლფ კლუბის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016890
  • Word
611
04/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016890
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი გოლფ კლუბისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ივლისის №11/07/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „თბილისი გოლფ კლუბის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №611

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი გოლფ კლუბისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ივლისის №11/07/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „თბილისი გოლფ კლუბის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგიღონისძიებებისგანხორციელებისშესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 06 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი გოლფ კლუბისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ივლისის 11/07/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ა.ბ“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

ა) დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის, 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა 2014 წლის 26 მაისამდე;

ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი გოლფ კლუბისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ივლისის №11/07/03 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე 2016 წლის 1 ივნისამდე 18-ხვრელიანი საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედნის მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება ;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილისი გოლფ კლუბმა“ შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს არანაკლებ 640 000 (ექვსას ორმოცი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,შპს „თბილისი გოლფ კლუბი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „თბილისი გოლფ კლუბს“ შორის 2011 წლის 19 ივლისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსი) იმ პირობით, რომ შპს „თბილისი გოლფ კლუბი“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი