დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 620 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016900 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №620
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით:
ა) მიენიჭოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ (შემდგომში – „საქპატენტი“), რომ განახორციელოს ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებაში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დაცვისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები;
ბ) „საქპატენტმა“ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებაში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დაცვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
გ) ეთხოვოს „საქპატენტს“, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს საკუთარი შემოსავლებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები