დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 609 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016888 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №609
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად საჭირო აუდიო-ვიდეო-ვიზუალური-ფოტო აპარატურისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მისთვის გამოყოფილი 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები