დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2014 წლის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №185 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 605 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016871 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №605
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
,,2014 წლის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №185 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,2014 წლის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №185 განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ,,2014 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ილია ბეგიაშვილი
– საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
ლევან რაზმაძე
– სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
დიმიტრი ქუმსიშვილი – - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები