დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 525 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016901 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №525
2014 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გამოუყოს 3 200 000 (სამი მილიონ ორასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის – 2 600 000 (ორი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი;
ბ) სხვადასხვა ქვეყანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობების გამართული ფუნქციონირებისათვის – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;
გ) საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ფუნქციონირებისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები