დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 600 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016902 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №600
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
დ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
ე) შპს ,,თბილავიამშენის“ წარმომადგენელი – კომისიის წევრი.
2. კომისიის შექმნის მიზანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებებისა და მათი შესრულების საკითხების შესწავლა, შესაბამისი სამართლებრივი ხასიათის პროექტების მომზადება, რეკომენდაციების/დასკვნების მიღება და უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარდგენა.
3. კომისია ვალდებულია, საქმიანობის პროცესში დაიცვას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები