საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 599
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016933
  • Word
599
04/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016933
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №599

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

 საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე

     1. სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულებში მიწისქვეშა წყლების მარაგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი (დებიტი) მაჩვენებლების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, შემოწმების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.

    2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ  ვადებში  შეუფერხებლად  ჩატარების  მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწისქვეშა წყლების მარაგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი (დებიტი) მაჩვენებლების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით შემოწმების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

    3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის პროცედურული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ გააფორმოს თანხის გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

     4. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                              ირაკლი ღარიბაშვილი