საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016928
  • Word
594
04/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016928
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №594

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ გახსნილია მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი გზის 12.4 კმ სიგრძის (კმ0+000–კმ12+400) მონაკვეთზე.

2. ქობულეთის შემოვლითი გზის მთლიან მონაკვეთებზე შესაბამისი სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე და დადგენილი წესით ექსპლოატაციაში მიღებამდე, დეპარტამენტმა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს ქობულეთის შემოვლითი გზისა და მისი დროებითი მიერთების მოვლა-შენახვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული მოვლა-შენახვის სამუშაოების დაფინანსება დეპარტამენტმა განახორციელოს შესაბამისი წლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან.  

პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი