მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016884
  • Word
523
31/03/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016884
მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №523

 2014 წლის 31 მარტი

 ქ. თბილისი

მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. დაბა მესტიის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის, რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობის და ფრენების რეგულარულად განხორციელების უზრუნველსაყოფად, ეთხოვოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“, შესაბამისი რეგულარული ავიარეისების შესრულების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ტენდერის საშუალებით, შესაბამისი საავიაციო საწარმოსგან შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით:

ა) გაფრენის ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ან/და ქვეყნის მაშტაბით არსებული სხვა ნებისმიერი მოქმედი აეროპორტიდან/აეროდრომიდან;

ბ) საფრენი აპარატის ტიპი: უნდა შეესაბამებოდეს მესტიის აეროპორტში არსებულ ინფრასტრუქტურას და მთიან რეგიონში ფრენის მოთხოვნებს;

გ) გარანტირებული ფრენა-საათის ოდენობა: ყოველწლიურად არაუმეტეს 500 ფრენა-საათისა;

დ) ფრენა საათის ღირებულება: არაუმეტეს 3,985 აშშ დოლარი, ეკვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ის ჩათვლით;

ე) ხელშეკრულების ვადა: არაუმეტეს 3 წელი;

2. ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასის ნაწილი დაფარულ იქნეს ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით, ხოლო დანარჩენი თანხის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი რესურსის მოძიება.

3. ეთხოვოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“, პირველ პუნქტში მითითებული ძირითადი პირობების ფარგლებში ტენდერისათვის შეიმუშაოს დეტალური ტექნიკური დავალება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ ამ განკარგულების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი