საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016881
  • Word
552
02/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016881
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №552

 2014 წლის 2 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:

ა) ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „ინტელექტის დღის“ განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვები;

ბ) პროექტის „ქართველ სტუდენტთა სასწავლო ვიზიტი კონფლიქტის გამოცდილების მქონე ქვეყანაში“ განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვები;

გ) „ნასტაკისის“ ფონდსაცავის ბაზაზე ექსპედიციის მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები;

დ) ასპინძაში სპორტულ - გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი საზაფხულო ბანაკისა და ფესტივალის მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები;

ე) პროგრამის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდების მომსახურების შესყიდვები;

ვ) პროექტის „კანონმდებლობის განვითარების“ ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი ექსპერტების მომსახურებისა და ნაბეჭდი წიგნებისა და პერიოდული პუბლიკაციების შეძენისათვის საჭირო შესყიდვები;

ზ) არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდობის სწავლებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვები;

თ) საწვრთნელი/სატრენინგო მომსახურების შესყიდვები;

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში თეატრალური სპექტაკლების მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები.

       2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

       ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება, სპეციალური კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირების მომსახურებით;

       ბ) „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში შესყიდული მოძრავი ნივთების შესაბამისი დაწესებულებებისათვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად. 

 

 პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი