დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №2197 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 551 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016878 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №551
2014 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №2197 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №2197 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1119 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხის (11 500 000 ლარი) ფარგლებში, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ, შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ 204878542) 2015 წელს ქ. თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, საცურაო აუზის) მოწყობისა და მათი სათანადო დონეზე აღჭურვისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები (საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი ინვენტარის შესყიდვა) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები