„რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016876
  • Word
550
02/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016876
„რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №550

 2014 წლის 2 აპრილი

 ქ. თბილისი

 „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ

მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:

სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 10 წელი);

საპროცენტო განაკვეთის ტიპი: Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread);

სესხის ვალუტა: აშშ დოლარი;

ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0,25% სესხის მთლიან თანხაზე;

კონვერსიის შესაძლებლობა: იქნეს გათვალისწინებული სასესხო ხელშეკრულებაში.

პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი