დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016872 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №549
2014 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „ ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 10 წელი);
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread);
სესხის ვალუტა: აშშ დოლარი;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0,25% სესხის მთლიან თანხაზე;
კონვერსიის შესაძლებლობა: იქნეს გათვალისწინებული სასესხო ხელშეკრულებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები