დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 548 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016869 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №548
2014 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებისა და მათი შემუშავების კოორდინაციის მიზნით შექმნილი ეკონომიკური საბჭოს 2014 წლის 21 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მეშვეობით უზრუნველყოს ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელება.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და აქტივების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, შემდგომში მათი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები