,,შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1124 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 543
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016922
  • Word
543
02/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016922
,,შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1124 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №543

 2014 წლის 2 აპრილი

 ქ. თბილისი

  ,,შპს ,, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და   შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1124 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1124 განკარგულებაში და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საკუთარი სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, განკარგულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების საპროექტო მომსახურების, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოფისებისა და ობიექტების შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის მომსახურების, ქ. დუშეთში „სანახშირის“ სათავე ნაგებობაზე ახალი ჰორიზონტალური დრენაჟის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების, თიანეთის მუნიციპალიტეტში შიგა გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების, ქ. ყაზბეგში სათავე ნაგებობის, ცენტრალური სადაწნეო მილსადენისა და შიგა გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების, ქ. გორში ვარიანის სათავე ნაგებობიდან მომავალი ცენტრალური მაგისტრალის ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაციის (,,ვერხვების“ ლტოლვილთა დასახლება) სამშენებლო სამუშაოებისა და სოფელ ნუკრიანში ჭაბურღილის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს  გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით,  ხოლო  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა შემდეგი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

ა) ახალი სამგორის დასახლებაში სართიჭალის სათავე ნაგებობიდან მიმავალი მაგისტრალის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ზესტაფონში ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორის რეაბილიტაცია;

გ) ქ. ახალციხეში   კანალიზაციის   ქსელის რეაბილიტაცია და ურაველის სათავე ნაგებობის საქლორატორო სადგურის მოწყობა;

დ) ქ. მარნეულის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ცენტრალური სადაწნეო მაგისტრალური მილისა და შიდა საქალაქო გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია;

ე) ქ. ქუთაისში, რიონჰესის დასახლების წყალმომარაგების სამუშაოები;

ვ) ქ. ოზურგეთში მდ. ბჟუჟის კალაპოტში დაბრუნების მიზნით წყალსადენის დრენაჟისა და მაგისტრალური წყალმდენის ნაპირდაცვითი სამუშაოები;

ზ) ქ. თელავში მდ. თურდოს კალაპოტისა და მაგისტრალური მილსადენის დამატებითი ნაპირდაცვითი სამუშაოები;

თ) ქ. ქუთაისში ფარცხანაყანების სათავეზე არსებული 800მ3   და 300მ3 -იან წყალშემკრებ სალექარებში ფილტრაციის საწინააღმდეგო სამუშაოები;

  ი) ქ. სენაკში ნოსირის სათავე ნაგებობის საქლორატორო სადგურისა და W=500მ3 რეზერვუარის რეაბილიტაცია;

კ)  ქ. წყალტუბოში სათავე ნაგებობიდან ახალი ქსელის მოწყობა სოფელ მაღლაკის მოსახლეობისათვის;

ლ) დაბა ფასანაურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

მ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;

ნ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალისა და ფოთის სერვისცენტრის სათავო ოფისის მშენებლობა;

ო) ზარზმის სამონასტრო კომპლექსის წყალარინების ქსელის მშენებლობა.“.

პრემიერ-მინისტრი                              ირაკლი ღარიბაშვილი