დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 526 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016915 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №526
2014 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ
1. აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მოწონებულ იქნეს ურეკის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტისთვის მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გეგმით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია“ პროგრამის (პროგრამული კოდი - 25 04) და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 ბრძანებით დამტკიცებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (აზიის განვითარების ბანკი)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 04 05) გათვალისწინებული ასიგნებების „საბიუჯეტო სახსრებიდან“ მისთვის გადარიცხული თანხების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები