დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების - მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 515 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016914 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №515
2014 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების – მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებები:
ა) ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და გორის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის – „გორის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ გორში;
ბ) ქალაქ ამბროლაურისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ ამბროლაურში;
გ) ქალაქ მცხეთისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის – „მცხეთის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ მცხეთაში;
დ) ქალაქ ოზურგეთისათვისთვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის – „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ ოზურგეთში;
ე) ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის – „თელავის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ თელავში;
ვ) ქალაქ ახალციხისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის – „ახალციხის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ ახალციხეში;
ზ) ქალაქ ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის – „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ ზუგდიდში.
2. ახლად შექმნილი თვითმმართველი თემების – მუნიციპალიტეტების: თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის საზღვრები დაემთხვევა შესაბამისად, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს, შესაბამისი დასახლებების – ქალაქების: თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის არსებული საზღვრების გამოკლებით.
3. ამ განკარგულებაში აღნიშნული საკითხი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები