„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 723
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016198
723
10/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
010170000.22.029.016198
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №723

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

 

„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №21.“

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დამტკიცდეს „მონიტორინგის ფორმა“ - დანართი №8“.

3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესში“ (შემდგომში - წესი) (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამიზნე (დასახური) ობიექტები - მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), რომლებიც: ავარიულია და საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ მნიშვნელოვან ობიექტებს ან ობიექტს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართებად;“

ბ) წესის მე-3 მუხლის მე-5-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიულ ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით, ახდენს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დაგეგმილი ღონისძიებებისა და გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ,  კონკრეტულ ობიექტზე კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების კონკრეტული პროექტის ფარგლებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაბამისად, კომისია ადგენს  წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვის ვადებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“

6. ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით,  დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

7. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს:

ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა  განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომლი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართი №21 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დევნილს აქვს უფლება, კონკრეტულ ობიექტზე, განაცხადების მიღების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ინიციატივით ან/და სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, დააზუსტოს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში დამატებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ.

დ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განყოფილების მიერ გადამოწმების საფუძველზე  აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რომლის მიზეზიც ეცნობება დევნილს დეპარტამენტის უფროსის ან სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანოებს.

8. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა  და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული ორგანოების მიერ განაცხადების მიღების/მონაცემების მოძიება- გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოხელე/მოხელეები, რომლებიც განისაზღვრებიან მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

9. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან/და რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების უფროსის და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში.

11. კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს უბრუნდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში.“

გ) წესის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. დევნილი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში,  გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სხვა პროექტ(ებ)ის ფარგლებში, ავსებენ მხოლოდ ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმას. ამ შემთხვევაში, დევნილი ოჯახის ან სამინისტროს ინიციატივით შესაძლებელია დაზუსტდეს/გადამოწმდეს დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასეთი საჭიროების შემთხვევაში. იმავე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში,  გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სხვა პროექტ(ებ)ის ფარგლებში ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმის შევსება სავალდებულო არ არის“.

დ) წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;

გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი  შენობებიც  გადაუდებელი სახელმწიფო  ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.“

ე) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა

1. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების 21 პუნქტით დამტკიცებული დანართის №21 – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ ფორმისა და ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ ფორმის საფუძველზე,  კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) არაუმეტეს 20 000 (ოციათასი) ლარისა და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას.

3. დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა, მიეცემათ 1 თვიანი ვადა  საცხოვრებელი ფართის (სახლი/ ბინა) შერჩევისათვის, კომისიისათვის წარდგენის მიზნით. თუ დევნილი ოჯახი მოცემულ 1 თვის ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ ფართს (სახლი/ ბინა) ამ შემთხვევაში, კომისია შესთავაზებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ რიგით შემდეგ დევნილ ოჯახს, საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შერჩევას, რომელსაც შევსებული აქვს ამ ბრძანების 21 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №21.

4. ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ ფართს (სახლი/ბინა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა)  მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, საცხოვრებელი ფართს (სახლი/ბინა), კომისიის გადაწყვეტილებით,შესაძლებელია ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება  საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. აღნიშნული აუდიტორული და საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა)  კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის შესახებ.

5. ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის ღონისძიებებს სამინისტრო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა განხორციელდეს დევნილის და სამინისტროს მიერ თანადაფინანსებით.

7. კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი სახლი (სახლი/ბინა) რეგისტრირდება დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანასაკუთრებად.“

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული  „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - დანართი №3 და დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - თანდართული დანართი №3-ის შესაბამისად.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული  „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4 და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი №5 და დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - თანდართული დანართი №4-ის და „სოციალური კრიტერიუმი“ - თანდართული დანართი №5-ის შესაბამისად.

6. ბრძანების მე-5 პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ - დანართი №7 -ის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის კომპეტენციაში შედის, “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებისა და წესის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება და დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება,  სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან/და აშენებულ, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდულ შენობებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე