დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.025.016143 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის
(თანამდებობრივი სარგო - უფროსი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ტელე/ვიდეო ოპერატორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ბ) ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (საშუალოდ); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) „Photoshop“-ის, „Interneti“-ისა და სამონტაჟო პროგრამა „Adobe premier pro cs6“-ის საფუძვლიანი ცოდნა; დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი - ინფორმაციის თავისუფლება), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები