დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.117.016174 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ (სსმ V, 29.09.2010 წ; №31; მუხ. 893; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016005) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკის განყოფილება; ბ) ქონების და მიწის მართვის საკითხების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილებების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; |
ბ)
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 32
„მუხლი 32. ეკონომიკის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ეკონომიკის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კორდინაცია და მათი შესრულების კონტროლს; ბ) თავისი კომპონენტის ფარგლებში ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლის გაანგარიშების უზრუნველყოფას; გ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას; დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხებზე; ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროგრამების შესადგენად; ზ) მუნიციპალიტეტის პროექტებისა და კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვას; ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; კ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლის საკითხებზე; ლ) გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელების, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გონივრული გამოყენების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისადმი ხელშეწყობას; მ) სახელმწიფო ტყის ფონდის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო მეურნეობის მიწებიდან ამორიცხული 1595.2 ჰა ფართობის ტყის დაცვის მონიტორინგის ჩატარებას; ნ) ტურისტული საინფორმაციო-სარეკლამო პროდუქციის მომზადებასა და გავრცელებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და განვითარებას, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიების გატარებას, ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები