„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016197
10
07/04/2014
ვებგვერდი, 11/04/2014
010250000.35.153.016197
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2014 წლის 7 აპრილი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის №31 დადგენილებაში, (სსმ, 17.07.20130100250000.35.153.016171) კერძოდ:

1.1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. რწმუნებულის ფუნქციები და ვალდებულებები

1.რწმუნებულის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით,  ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. რწმუნებული მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. რწმუნებული ამ დადგენილებით დადგენილი წესით ინახავს მის მიერ გაცემული დოკუმენტების დედნებს/ასლებს და სხვა აქტებს.

4. რწმუნებული მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", ტერიტორიული ორგანოს დებულებით, ამ წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.“

1.2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მართლზომიერი მფლობელის მიერ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურების შესახებ

1. მართლზომიერი მფლობელის (შემდგომში - მფლობელი) მიერ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის - გრაფიკული მონაცემების ამსახველი დაკუმენტების, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულებისა და ფიზიკური საზღვრების ფაქტის დადასტურების მიზნით, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს უნდა წარუდგინოს განცხადება, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (წარმომადგენლის შემთხვევაში) და „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლისკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად განაწილებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსარგებლეთა შესახებ, 2007 წელს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მიერ შედგენილი და მცხეთის მუნციპალიტეტის გამგეობისათვის გადმოცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სიის (შემდგომში- საგადასახადო სია) საფუძველზე გაცემული ცნობა.

2. მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურება განხორცილედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რწმუნებული უშუალოდ  ესწრება მიწის ნაკვეთის ფართობის აზომვის პროცესს, რომელსაც ახრციელებს   დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი კომპეტენციის მქონე უფლებამოსილი პირი (ორგანიზაცია).

3. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე (მომიჯნავე) ნაკვეთის მესაკუთრეთა (მფლობელთა) მიერ ამ წესის მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად  შედგენილი აქტი, პირის მიერ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გრაფიკული მონაცემების ამსახველი დაკუმენტების- მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, ფიზიკური საზღვრებისა და ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.

4. მე-17 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ერთ წარმოებად რეგისტრირდება რწმუნებულის რეესტრში/კანცელარიაში, ხოლო დაინტერესებულ პირს გადაეცემა რწმუნებულის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რითაც დასტურდება აზომილი მიწის ნაკვეთისა და საგადასახადო სიაში მითითებული მიწის ფართობის გრაფიკული მონაცემების იდენტურობა. ამ მუხლის საფუძველზე შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს ხელს აწერს რწმუნებული და ამოწმებს  ბეჭდით.

5. მესამე პირის მიერ სადავო ნივთის (უძრავი ქონების) მიმართ შეცილების შემთხვევაში, რწმუნებული წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი