დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1676 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 31/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1676
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მოსაწყობი თოვლის ექსტრემალური პარკისათვის საჭირო ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2012 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის შემოსავლებიდან.
2. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავირებული საბანკო გარანტიის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები