დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1186 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1673 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 31/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1673
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1186 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1186 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი – საქართველოს რეგიონებში ოთხი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია/მოწყობისათვის (მათ შორის, ბუნებრივი საფარის შესაცვლელად);“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან უზრუნველყოს ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის (მისი მოთხოვნისამებრ) შესაბამისი თანხის გადარიცხვა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.“.
2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 18 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები