დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.127.016108 |
|
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ. ვებგვერდი, 5, 04/08/2010 წ.) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ი’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.“ 2. მე-13 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შეფასება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი მიზეზების დადგენა, გამგებლის დავალებით გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები