დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016778 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110311011, 18/03/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016076) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლაში 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. 2. 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში შემსვლელი პირველკლასელებისთვის და ყოველი მომდევნო თაობისთვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით. 3. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების №4 და №6 დანართებით დამტკიცებულ სკოლებში კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. 5. ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს. 6. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულ მოსწავლეთა რაოდენობის შემთხვევაში პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; ხოლო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის შემთხვევაში პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. 7. თუ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოძრაობის გამო კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღარ იქნება დადგენილი ნორმის შესაბამისი, სკოლა ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კლასის გაყოფის/შეერთების/არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით დატოვების თაობაზე. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის წესი ეხება 2005–2006 სასწავლო წლიდან 2014-2015 სასწავლო წლამდე სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს. ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის წესი ეხება 2014-2015 სასწავლო წლიდან სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს და ყოველ შემდგომ თაობას. უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შეიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქმედება არ გამოიწვევს მოსწავლეების სკოლიდან ამორიცხვას. 9. კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ ორ საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს; ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. 10. ქართულ, როგორც მეორე ენაში შესაძლებელია ერთი საფეხურის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაჯგუფდნენ ენის ფლობის დონეების მიხედვით. 11. მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა. კლას-კომპლექტებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს. 12. კლას-კომპლექტების შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ისინი შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV პრინციპით, ან I-III და II-IV პრინციპით). 13. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში თითოეული კლასის მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კლასისთვის/საგნისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სავალდებულო საათების რაოდენობა. 14. კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს.“. 2. მე-10 მუხლს მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. დამხმარე/დამატებითი მასალის სასწავლო პროცესში გამოყენება უნდა ემსახურებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ან/და დისკრედიტაციულ (მათ შორის, ენის, ეროვნების, სქესის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების და სხვა ხასიათის) ელემენტებს.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები