„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე

  • Word
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 04/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 300.170.000.05.001.002.701
  • Word
4291
29/12/2006
სსმ, 2, 04/01/2007
300.170.000.05.001.002.701
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ჟ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან ბაზარზე პროდუქციის განმთავსებელი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ბაზარზე პროდუქციის პირველადი განთავსება (ხელმისაწვდომად გახდომა) პროდუქციის გავრცელების ან გამოყენების მიზნით;“.

2. მე-5 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით შესაძლებელია, ეკვივალენტად მიღებულ იქნეს სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი და დაშვებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე განთავსება და ბრუნვა.

6. პროდუქციის ბაზარზე განთავსება და ბრუნვა დასაშვებია, თუ ის შეესაბამება აღიარებულ ან ეკვივალენტად მიღებულ ტექნიკურ რეგლამენტებს ან საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებს ანდა სხვა წესებსა და ნორმებს, რომლებიც ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს პროდუქციის მიმართ.

7. აღიარებული ან ეკვივალენტად მიღებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე განთავსება შესაძლებელია პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში მიღებული შესაბამისობის შეფასების პროცედურით გათვალისწინებული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.“.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4291–რს