დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.102.016072 |
|
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2013; 270.070.000.35.102.016.069) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში სააფთიაქო დაწესებულებიდან“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე“. 4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ზემო აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სპეციალური სავარძლით (ეტლით) დახმარება’’. 5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველის პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სპეციალური სავარძელი (ეტლი, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს), რომელიც გადაეცემათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს“. 6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი“; 7. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვაში დახმარება“. 8. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწევათ პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით წელიწადში.“ 9. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა დავალიანების შესახებ – სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ“. 10. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის – მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწევათ საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის - მაგისტრატურაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით წელიწადში“. 11. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა სტუდენტის დავალიანების შესახებ – სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ“. 12. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 201 მუხლი: „მუხლი 201. ზემო აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლოგინად ჩავარდნილი პირებისათვის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი) დახმარება. 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 220 ლარს) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომა. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა. 3. ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით”. 13. დადგენილებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარ) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს ამ წესის რამოდენიმე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები