დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 264 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.017884 |
264
04/04/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
480140000.10.003.017884
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 19 მარტს ხელმოწერილი „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. |
| მუხლი 2 |
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს ბულგარეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები