აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 29/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016089
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
02/04/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
010340000.32.061.016089
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/04/2014 - 24/04/2015)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №24

2014 წლის 2 აპრილი

 ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების  სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის  განყოფილების უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების  სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ვახტანგ ყოლბაია                                            

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების  სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის  განყოფილების უფროსის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების  სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების  სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი და მასთან გათანაბრებული ხარისხი იურიდიული განხრით);

ბ) უცხო ენის ცოდნა;

გ) სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება  სამართალშემოქმედებით სფეროში მუშაობის გამოცდილებას);

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).

ე) კომუნიკაბელურობა;

ვ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ზ) გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიცირება;

თ) სტრესულ სიტუაციაში სამუშაოზე კონცენტრირების უნარი;

ი) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

კ) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;

ლ) გუნდური მუშაობა.

3. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, III, IV, VI თავები);

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის  №158 ბრძანება „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“;

კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის  №225 ბრძანება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

მ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ნ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2005 წლის 22 თებერვლის №12 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესი;

ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.