სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები სს „ბათუმის ავტოსადგური“
მიღების თარიღი 03/04/2014
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
18
03/04/2014
ვებგვერდი, 04/04/2014
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ბათუმის ავტოსადგური“

 

გაცნობებთ, რომ 2014 წლის 28 თებერვალს ჩატარებული სს „ბათუმის ავტოსადგური- (ს/კ 245415242) აქციონერთა განმეორებითი საერთო კრებით გადაწყვეტილი საკითხების რეგისტრაცია, მათ შორის, საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია  სამეწარმეო რეესტრმა არ გაატარა რეგისტრაციაში რიგი ხარვეზების გამო, ამიტომ

 

  აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრება ჩატარდება 2014 წლის  25 აპრილს, 18.00 საათზე, იგივე მისამართზე, კერძოდ: ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. #1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე დირექტორის სამუშაო კაბინეტში  შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.   ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების განსაზღვრა 4 წევრამდე;

2. საზოგადოების  სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრების არჩევა;

3. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვილებების შეტანა:

ა) საზოგადოების წესდების 6.4. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ცვლილება ,,გ“ მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ“ .

 ბ) საზოგადოების წესდების 6.7. პუნქტის ცვლილება, რომელიც ეხება აქციონერთა კრების ოქმის ნოტარიუსის მიერ შედგენის წესის ვალდებულების ამოღებას და გაუქმებას.

4. სხვადასხვა.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული .

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

 

განცხადებას თან ერთვის  გამოქვეყნებისათვის დაწესებული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ორიგინალი და გამოსაქვეყნებელი განცხადების ელექტრონული (ვორდის ფორმატი)  ვერსია.

                                        / zaur solomoniZe/