„აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016145
5
04/04/2014
ვებგვერდი, 08/04/2014
200140030.35.110.016145
„აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

       ბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 4 აპრილი

ქ. აბაშა



 

,,აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  აბაშის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის დადგენის შესახებ"   აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილების (ვებგვერდი 05/03/2014, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.110.016143) დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კერძოდ, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

3) აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი  განისაზღვროს  ქ.აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის  50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,896 ლარს, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის 25%-ის  ოდენობით და იგი შეადგენს 3,948 ლარს.

4) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15.792 ლარით.

5) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა-მარტვილის და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის  ნორმატიული ფასის  50%-ის ოდენობით, ანუ 7.896 ლარით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია