დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016144 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/04/2014 - 02/02/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტის, 195 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების, ,,აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 თებერვლის №3 და ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №4 დადგენილებების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით. |
| მუხლი 2 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს: |
1.
1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მისი საწყისი საპრივატიზებო თანხის 7 პროცენტის ოდენობით (დანართი №1-ის მიხედვით); |
2.
სხვა უძრავ ქონებაზე: |
ა)
ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე ქონებაზე მისი საწყისი საპრივატიზებო თანხის 8 პროცენტის ოდენობით; |
ბ)
სოფლებში მდებარე ქონებაზე მისი საწყისი საპრივატიზებო თანხის 5 პროცენტის ოდენობით. |
გ)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე მისი საწყისი საპრივატიზებო თანხის 10 პროცენტის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს მე-2 მუხლის ,,ბ' პუნქტის ,,ბ.ა', ,,ბ.ბ' და ,,ბ.გ' ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურზე ნაკლები ოდენობით. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს «აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ» აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის №19 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები