„საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის ნოემბრის №655 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 720
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016197
720
04/04/2014
ვებგვერდი, 08/04/2014
010320040.22.029.016197
„საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის ნოემბრის №655 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის ნოემბრის №655 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №720

2014 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

,,საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის ნოემბრის №655 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის  ნოემბრის №655 ბრძანებაში (ვებგვერდი, 07/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.029.016078) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე”;

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N1). “

3. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დამტკიცდეს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.“

4. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის    ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“.
5. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება,  სასურველი კვალიფიკაცია - ეკონომისტი, ანდა ფინანსისტი;

ბ)  სამუშაო გამოცდილება -  აუცილებელია  საჯარო სამსახურში  აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, - კარგი ცოდნა;

დ) აუცილებელია  სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემის კარგი ცოდნა;

6. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

გ),,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;

დ),,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანება;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231  ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;

თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის  №1318 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე