დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016361 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №91 ბრძანებაში (100110000.22.038.016048, 02/06/2011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ’’ და „კ’’ ქვეპუნქტების, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №137 დადგენილების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 3. ბრძანების პირველი მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. წინამდებარე სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამკერდე ნიშნის, მედალიონის და მედლის სახეებს სტატუსს და მათი გადაცემის წესს.“.
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სამინისტოს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.“. გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები