დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016087 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №22
2014 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 14/01/2014წ. 010340000.32.061.016067) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-8 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სტატისტიკის დეპარტამენტი;“.
2. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ა) შრომის სტატისტიკის სამსახური;“.
3. დებულების მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) შრომის სტატისტიკის სამსახურის ამოცანები და კომპეტენციაა:
მ.ა) ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, უმუშევრობის) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშებაში მონაწილების მიღება;
მ.ბ) შრომის (დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურების შესახებ) სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
მ.გ) სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
მ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები