დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016782 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110311011, 18/03/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016076) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ თავი LXXIX ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი LXXIX ერთმოდულიანი არჩევითი საგანი „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ საგნობრივი პროგრამა X/XI/XII კლ.
ა) შესავალი საშუალო საფეხურზე კურსის - სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა - შესწავლა მოსწავლეს საფუძვლიან ცოდნას შესძენს სამხედრო ისტორიის და ეროვნული თავდაცვის სფეროში; დაეხმარება მას საგნის ძირითადი ასპექტების გაცნობიერებაში: კერძოდ, სამხედრო ძალების განვითარების ძირითადი ეტაპების, ეპოქალური მნიშვნელობის ბრძოლებისა და სამხედრო ნოვაციების შეფასებაში; გაუღრმავებს ცოდნას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და საქართველოს წინაშე მდგარი თანამედროვე საფრთხეების შესახებ; გააცნობს უსაფრთხოების სისტემებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპებს; მოსწავლეებს შესძენს ცოდნას უსაფრთხოების წესების შესახებ; განუმტკიცებს შესაბამის დამოკიდებულებას ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეთა მიმართ. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს, ასევე, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას, მოსწავლის კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას და მისი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.
ბ) სამხედრო ისტორიისა და ეროვნული თავდაცვის სწავლების მიზნები და ამოცანები: საგნის - სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა - სწავლების მიზანია მოსწავლეს:
გ) საგნის ორგანიზება არჩევითი საგნის - სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა - სასწავლო პროგრამა გათვლილია 60 აკადემიურ საათზე, რომლის სწავლება გათვალისწინებულია ორი სემესტრის განმავლობაში სკოლის საშუალო საფეხურზე X, XI, XII კლასებში. სტანდარტში მითითებული ინდექსები: სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული. მაგალითად არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 1. - პირველი ნიშანი მიუთითებს, რომ პროგრამა არჩევითი საგნებისთვისაა განკუთვნილი (არჩ. - არჩევითი); მეორე ნიშანი მიუთითებს საგანს (სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. - სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა); მესამე ნიშანი კი X-XII მიუთითებს რომელი კლასებისთვისაა განკუთვნილი საგანი (X, XI, XII კლასები); ბოლო ნიშანი 1- შედეგის რიგს (1. - პირველი შედეგი).
დ) საგნის სწავლების მიმართულებების აღწერა სამხედრო ისტორიისა და ეროვნული თავდაცვის კურსში გამოიყოფა შემდეგი მიმართულებები:
ე) საგნის სწავლების აღწერა მიმართულებების მიხედვით: X-XII კლასი სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა სტანდარტი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებები შედეგების მიხედვით
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: მიმართულება: ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 1. მოსწავლე მსჯელობს სამხედრო ისტორიის და ეროვნული თავდაცვის სპეციფიკის შესახებ შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
არჩ. ქართ.სამხ. ხელ. ისტ. X-XII. 2. მოსწავლე იკვლევს სამხედრო ისტორიულ მოვლენებს შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
XII. 3. მოსწავლე დროსა და სივრცეში იაზრებს და ადარებს სამხედრო საქმეში არსებულ გარდამტეხ ფაქტორებს შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მიმართულება: სამხედრო საქმის ორგანიზება არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 4. მოსწავლე ახასიათებს და მსჯელობს სამხედრო სტრუქტურებზე შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 5. მოსწავლე მსჯელობს ანტიკური პერიოდიდან დღემდე საბრძოლო იარაღისა და საბრძოლო წყობის ევოლუციის შესახებ შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 6. მოსწავლე მსჯელობს საქართველოში არსებულ თავდაცვით სისტემებზე ძველად და ახლა შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 7. მოსწავლე მსჯელობს სამხედრო მოქმედებების სახეობებზე შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მიმართულება: სამხედრო საქმის წარმოება საქართველოში არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 8. მოსწავლე მსჯელობს სამხედრო ხელოვნების განვითარების ძირითად ეტაპებზე შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 9. მოსწავლე მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში განხორციელებულ სამხედრო რეფორმებზე შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 10. მოსწავლე მსჯელობს მხედართმთავრის როლზე სამხედრო მოქმედებების დროს შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 11. მოსწავლე მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მსოფლიოსა და საქართველოში წარმოებულ ტიპურ და მნიშვნელოვან ბრძოლებზე შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 12. მოსწავლე მსჯელობს ქვეყნისთვის თავდადებულ სამხედრო მოღვაწეთა (გმირთა) დამსახურებასა და როლზე ძველად და ახლა შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მიმართულება: სამოქალაქო თავდაცვა არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 13. მოსწავლეს აქვს ზოგადი წარმოდგენა და მსჯელობს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და მის ამოცანებზე შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 14. მოსწავლეს აქვს წარმოდგენა თანამედროვე საფრთხეებსა და მათ გავლენებზე საქართველოს მიმართ; იცნობს უსაფრთხოების საეთაშორისო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 15. მოსწავლეს აქვს ზოგადი წარმოდგენა და მსჯელობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღების სისტემების შესახებ შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:
არჩ. სამხ. ისტ. და ეროვნ. თავდ. X-XII. 16. მოსწავლე ადეკვატურად მოქმედებს სხვადასხვა სახის კრიზისულ სიტუაციებში; საჭიროების შემთხვევაში იყენებს ექიმამდელ დახმარების წესებს შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
პროგრამის შინაარსი: 1. სამხედრო ისტორიის და ეროვნული თავდაცვის საგანი და ფუნქცია: ა) ძირითადი ცნებები და ტერმინები სამხედრო ისტორიის და ეროვნული თავდაცვის შესახებ; ბ) სახელმწიფოებრივი და სამხედრო სიმბოლიკა; გ) მეომრის აღზრდის ტრადიციები საქართველოში ძველად და ახლა; დ) ომისა და ბრძოლის წარმოების წესები (მარბიელი, თავდაცვითი, დაპყრობითი).
2. სამხედრო საქმე ანტიკურ და ადრეფეოდალურ ეპოქაში (ზოგადი მიმოხილვა) ა) ანტიკური სამყაროს სამხედრო ფორმირებები (ფალანგა, ლეგიონი კანესა და გავგამელას ბრძოლების მაგალითზე); ბ) ნოვაციები ბრძოლის წარმოების წესში (კავალერია, ბერძნული ცეცხლი, პუატიეს ბრძოლა და ბიზანტიელთა მიერ არაბთა მოგერიება - ბერძნული ცეცხლის მაგალითზე); გ) სამხედრო საქმე ადრეფეოდალურ ხანაში (უჯარმის ბრძოლა).
3. სამხედრო სისტემა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ეპოქაში ა) სამხედრო საქმის ორგანიზება ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ეპოქაში (ჯარის გამოყვანისა და გადაადგილების წესი, მოლაშქრეთა სოციალური სტატუსი, სამხედრო უწყება, საბრძოლო წყობა. ჯარის სახეობები, ჯარის რაოდენობა, სამხედრო აღჭურვილობა, საფორტიფიკაციო ნაგებობები, სამხედრო ბანაკი, სამხედრო სიმბოლიკა); ბ) სამხედრო სტრატეგია და სამხედრო ხელოვნება ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ხანაში (ბრძოლის წარმოების წესები, ციხე-ქალაქების აღების ხელოვნება, სამხედრო დაპირისპირების ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები, სასაზღვრო სისტემა, მენაპირეები); გ) დავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმა (აზნაურ-მოლაშქრეები, მონა-სპა, ყივჩაღთა ჯარი, როქის სპა); დ) ამ პერიოდის ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო სისტემები და ტიპური ბრძოლები (ბიზანტია, ჯვაროსანი რაინდები, თურქ-სელჩუკები, მონღოლების მაგალითზე - მანასკერტი, იერუსალიმის აღება - 1099); ე) ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ეპოქაში წარმოებული ტიპური და მნიშვნელოვანი ბრძოლები (შირიმინი, დიდგორი, შამქორი).
4. სამხედრო სისტემები მსოფლიოსა და საქართველოში XV-XIX საუკუნეებში ა) სამხედრო სტრატეგია და ხელოვნება ევროპაში (ომის დასავლური გზის აღმავლობა - დენთი და რევოლუციები სამხედრო საქმეში - ასწლიანი ომი); ბ) სამხედრო სტრატეგია და ხელოვნება საქართველოში (ბრძოლის წარმოების წესები, ციხე-ქალაქთა აღების ხელოვნება, მოულოდნელობის ფაქტორისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება თავდაცვით ბრძოლაში, სასაზღვრო სისტემა); გ) სამხედრო საქმის ორგანიზება ქართულ სამეფო-სამთავროებში (ჯარის გამოყვანის წესი, მოლაშქრეთა სოციალური სტატუსი, სამხედრო უწყება, სამხედრო წყობა, ჯარის სახეობები, ჯარის რაოდენობა, სამხედრო აღჭურვილობა, ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლა ქართულ შეიარაღებაში, ქართული სიმბოლიკა, საფორტიფიკაციო ნაგებობები; დ) სპარსეთისა და ოსმალეთის სამხედრო სისტემები და ქართველები უცხო ქვეყნის სამსახურში (მამლუქები, იანიჩარები, ღულამთა კორპუსი); ე) ნოვაციები სამხედრო საქმის წარმოებაში ევროპაში (ფრიდრიხ II დიდი - ხაზოვანი ტაქტიკა და სტრატეგია, ნაპოლეონი - მანევრული და საერთო-საჯარისო ბრძოლა); ვ) ერეკლე II-ის სამხედრო რეფორმები: ნოქარი, მდევარი, მორიგე ჯარი და მორიგე ყარაული, საარტილერიო შენაერთი; ზ) XV-XVIII საუკუნის საქართველოში წარმოებული ტიპური და მნიშვნელოვანი ბრძოლები; თ) სიახლეები შეიარაღებასა და ტაქტიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის მაგალითზე.
5. სამხედრო საქმე I მსოფლიო ომში: ა) ტექნოლოგიური ცვლილებები და სამხედრო ხელოვნება I მსოფლიო ომში (ტანკი, ავიაცია, სანგრები, ქიმიური იარაღის გაჩენა, წყალქვეშა ომი); ბ) I მსოფლიო ომი კავკასიის ფრონტზე - ქართველები I მსოფლიო ომში (სარიყამიში).
6. ქართული შეიარაღებული ძალები 1918-21 წლებში: ა) ქართული საჯარისო შენაერთები 1918-21 წლებში (რეგულარული არმია, ეროვნული გვარდია, იუნკრები); ბ) ამ პერიოდის ტიპური საომარი კამპანიები (საქართველო-სომხეთის ომი, ომი „თეთრების“ წინააღდეგ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი).
7. II მსოფლიო ომი: ა) ნოვაციები II მსოფლიო ომში (ბლიცკრიგი, დიდი სატანკო ბრძოლები, ბირთვული იარაღის გაჩენა, ავიაციის როლი); ბ) II მსოფლიო ომის ტიპური საომარი კამპანიები.
8. საქართველოს შეიარაღებული ძალები ა) საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი შემადგენლობა და სტრუქტურა, მისი დანიშნულება და ამოცანები თანამედროვე საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე; ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შემავალი სახეობები და გვარეობები (მაგ.: ავიაცია, სახმელეთო და ა.შ.), მათი დანიშნულება და ამოცანები; გ) საქართველოს შეიარაღებულ ძალების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში; დ) საქართველოში სამხედრო სამსახურის გავლის წესი; სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახური; განსხვავება სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურს შორის; ე) სამხედრო განათლების სისტემა საქართველოში, კარიერული ზრდა, სამხედრო წოდებები სხვადასხვა სახეობისათვის; ვ) სარეზერვო სისტემა.
9. თანამედროვე საფრთხეები და მათი გავლენა საქართველოზე; უსაფრთხოების საეთაშორისო ინსტიტუტები. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ა) უსაფრთხოების განმარტება, საერთაშორისო და რეგიონალური საფრთხეები; ბ) კონფლიქტები და კრიზისები; საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები და კრიზისები, მათი გავლენა საქართველოზე ( აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და 2008 წლის კონფლიქტების ბაზაზე); გ) საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები (მაგ.: გლობალური ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.); დ) უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტები (ნატო, ეუთო, გაერო, ევროკავშირი); ე) კონვენციები, მათი შექმნის პირობები; საერთაშორისო სასამართლოები; საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
10. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღების სისტემები ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღება, მათი ზოგადი მომიხილვა (მაგ.: „ლაზიკა’’, „დიდგორი’’, ავტომატი და ა.შ.); ბ) ჯარისკაცის ინდივიდუალური იარაღი, მისი დანიშნულება, ტტმ (ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები), მუშაობის პრინციპი, არასრული დაშლა-აწყობის წესი, შეფერხებები და მათი გამოსწორების გზები, უსაფრთხოების წესები სასროლ იარაღთან მოპყრობის დროს; გ) ხელყუმბარები, მათი ნაირსახეობა და დანიშნულება, ტტმ; გამოყენების წესი და უსაფრთხოების საკითხები ხელყუმბარებთან მოპყრობის დროს; დ) ნაღმების ნაირსახეობა, მათი დანიშნულება, მოქმედება მათი აღმოჩენის შემთხვევაში; აუფეთქებელი საბრძოლო მასალა; საშიშროება, რომელიც შეიძლება მოდიოდეს მათი მხრიდან და მოქმედების წესი მათი აღმოჩენის შემთხვევაში.
11. სამოქალაქო თავდაცვა ა) სამოქალაქო თავდაცვა, მისი დანიშნულება და მიზნები; ბ) რქბ (რადიაციულ-ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური) საფრთხე; მისგან თავის დაცვის საშუალებები: აირწინაღი, რესპირატორი - მათი დანიშნულება და გამოყენების წესები; გ) პირველადი სამედიცინო დახმარება; დ) მოქმედება სხვადასხვა სახის კრიზისულ სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, საომარი მდგომარეობა და ა. შ.); ე) ადგილზე ორიენტირების ხერხები: 1) კომპასით და კომპასის გარეშე ორიენტირება, რუკის კითხვა, 2) მანძილების გაზომვა სხვადასხვა ხერხით, 3) ტყეში და უცნობ ქალაქში ორიენტირება დაკარგვის შემთხვევაში; ვ) მოქმედების თავისებურებანი სხვადასხვა კლიმატური პირობების შემთხვევაში.
თვალსაჩინოებები: სახელმძღვანელოში წარმოდგენილ საკითხებს უნდა ახლდეს ვიზუალური მასალა: რუკები, გეგმები (ბრძოლის ადგილის), საბრძოლო სქემები, სამხედრო პირების, საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და იარაღ-საჭურვლის ფოტოები; ვიდეომასალა; ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ვიზუალური მასალა საქართველოს მოწინააღმდეგეთა და მსოფლიო სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხალხების შესახებ.
შენიშვნა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საქმის სპეციალისტების მიერ შემუშავდება ჩამონათვალი საქართველოს რეგიონების მიხედვით, სად მოხდება მოსწავლეთა ველზე გაყვანა და საფორტიფიკაციო ნაგებობების, ციხე-სიმაგრეების, ბანაკის მოწყობის, პირველადი დახმარებისა და თვითგადარჩენის უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამომუშავება. ასევე, იარაღის, საბრძოლო ინფრასტუქტურის ვიზუალური დათვალიერება, მანევრირების, ტაქტიკური გადაადგილებების სწავლება, რუკებისა და კომპასის გამოყენება, სიმულაციური წვრთნები.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები