„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 20 ივნისის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 03/04/2014
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016114
10
03/04/2014
ვებგვერდი, 03/04/2014
010260030.52.101.016114
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 20 ივნისის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 
ქ. თბილისის მერის

ბრძანება №10

2014 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 20 ივნისის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013  წლის 20  ივნისის №31 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/06/2013, სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016098) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის ადმინიტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

,,მუხლი 51

1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს მისი არყოფნის პერიოდში;

ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.’’.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე