„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016924
129
02/04/2014
ვებგვერდი, 02/04/2014
010210040.08.002.016924
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №129

2014 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და/ან მომზადებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ე) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას;

ზ) ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;

თ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;

ი) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;

კ) მასალის მომზადებას მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, აგრეთვე მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებისა და დათხოვნის შესახებ;

ლ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე;

მ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებების შესრულებასა და კონტროლს სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ანგარიშების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას;

ო) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;

პ) კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი