დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016631 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1.
მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით; ე) ან საქონლის დროებით შენახვის განაცხადით.”; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4- მე-6 პუნქტები: „4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანილი ნავთობის დისტილატების დანიშნულების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) დასაწყობების ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დანიშნულების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება საქონლის დასაწყობების ადგილზე წარდგენილი დროებით შენახვის განაცხადით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით. 5. ნავთობის დისტილატების დასაწყობების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტში ჩატვირთვის ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დასაწყობების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრცხვის მოწმობით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით. 6. ამ მუხლის მე-4 დამე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ ინსტრუქციის მე-100-102-ე მუხლების განსაზღვრული დებულებები.“. |
2.
მე-15 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პროცედურასთან ერთად, იმავდროულად, უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გახსნისას მასში არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი აქტი, და ეს რაოდენობა ფიქსირდება განაცხადში. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ნავთობის დისტილატის სათავსოში განთავსებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს განაცხადი ან საბაჟო დეკლარაცია. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საბაჟო საწყობის მფლობელის მიერაც.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები