„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 18554
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2014
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016275
  • Word
18554
28/03/2014
ვებგვერდი, 03/04/2014
000000000.00.00.016275
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №18554

2014 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1) 35-ე მუხლის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახული საქონლის დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება საქონლის შენახვის ადგილის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად. საქონლის წინასწარი დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება „SGP99“, ხოლო თუ ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე, გრაფაში აღინიშნება „AGR99“.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი    ირაკლი გვარამაძე