„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 90/ძ
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016057
90/ძ
31/03/2014
ვებგვერდი, 02/04/2014
040030000.33.062.016057
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრის

ბრძანება №90/ძ

2014 წლის   31 მარტი

  ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის  №08/ძ ბრძანებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 15.01.2014. სარ.კოდი 040030000.33.062.016044) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ანსამბლის მართვა

1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;

2. ანსამბლს ხელმძღვანელობს დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;

3. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;

4. სამხატვრო ხელმძღვანელს დირექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;

5. ანსამბლის დირექტორი:

ა) ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

ბ) ანსამბლის სახელით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს. დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;

დ)  კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ე) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას და შინაგანაწესს;

ვ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ზ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოს ყველა ინსტანციაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.

6. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) ახორციელებს ანსამბლის  შემოქმედებით ხელმძღვანელობას;

ბ)  უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;

გ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.

7. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მინისტრი      დიმიტრი ჯაიანი